Sunday, October 19, 2014

ტრენინგის შეჯამება

ტრენინგი მოიცავს პორტფოლიოს  შექმნისთვის საჭირო უნარჩვევებს .
ტრენინგის მსვლელობისას გავეცანით  ტექნოლოგიურ ხერხებს ,  რომელიც  საჭიროა
ჩვენი  პორტფოლიოს   საწარმოებლად  .მომეწონა პროექტის  გაფორმების  მეთოდი  ,  რომელიც   საშუალებას   იძლევა  ესთეთიკურადაც    და    შინაარსობრივადაც   სრულყოფილი     სახე  მივცეთ    ნამუშევარს   .მომეწონა  ფასილიტაციის  იდეა
ჩემთვის  დავსახე  სამომავლო  გეგმა  ,უკვე  ვიცი როგორ გამოვიყენებ ახალ  ტექნოლოგიებს.   ტრენინგმა   ძალიან  ნაყოფიერად   ჩაიარა    .  ძალიან  მადლობელი  ვარ   ჩვენი   ტრენერის .ასევე  ძალიან   კმაყოფილი    ვარ ,რადგან გავიცანი  ჩემი  კოლეგები .


   

მეცხრე დღე

1.გამეორება.
2.მუშაობა ბლოგში .-გვერდები  HTML- გაჯეტი
3.პროექტების  პრეზენტაცია  .
4.ტრენინგის  შეჯამება  .
5. რეფლექსია .


დავასრულეთ  ჩვენს ბლოგზე  მუშაობა . მოვამზადეთ  თითქმის  ჩვენი  პორტფოლიო.
 ძალიან  კმაყოფილი  ვარ  ,მეტ- ნაკლებად შემზადებული  ვარ  სქემაში ჩასართველად.
მოვისმინე  ჩემი  კოლეგების  პროექტების   პრეზენტაცია .  ძალიან  საინტერესოა .
კიდევ  ერთხელ დავრწმუნდი  ამ ტრენინგის  აუცილებლობაში .

Saturday, October 18, 2014

მერვე დღე .

1.  გამეორება .
2. ფასილიტაციის  რესურსის  შექმნა
3.პორტფოლიოს  გადახედვა .
4. პორტფოლიოს ატვირტვა  ბლოგზე .
5. რეფლექსია .


ვისწავლე  ფასილიტაციის ნიმუშის   შექმნა .
ჩვენს საკუთარ საქაღალდეში დავაზუსტეთ სახელწოდებები
საქარალდე ავტვირთეთ ინტერნეტში .

Tuesday, October 14, 2014

მე-7 დრე

1.გამეორება
2. ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება
3.ბლოგზე მუშაობა -გამოკითხვის გაჯეტი
4.პროექტის  გეგმაზე მუშაობა .
5. რეფლექსია


ყველაზე მთავარი რაც იყო დღეს ,გავწერეთ სასწავლო პროცედურები  და ვიმუშავეთ
პროექტის გეგმაზე.

Sunday, October 12, 2014

მე-6 დღე

1. გამეორება
2.მოსწავლის პრეზენტაცია .
3.  გეგმების  გადახედვა გზამკვლევიდან
4. მოსწავლეთა  შეფასება  -რუბრიკები
 5. რეფლექსია .


ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის ,რომ ვისწავლე როგორი უნდა იყოს მოსწავლის  პროექტის  პრეზენტაცია
 ვნახეთ  ზოგადად სხვადასხვა  რუბრიკები  ,აუცილებლად გამოვიყენებ .

Saturday, October 11, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

1. გამეორება .
2. საავტორო უფლებები და გამოყენებული  ლიტერატურის შაბლონი
3. კომენტარები ბლოგზე
4. მუშაობა  ბლოგში - სურათის ჩასმა , დიზაინი სათაურის შეცვლა ,ბლოგის წაშლა , სურათის გაჯეტი
5. რეფლექსია .

ზალიან კარგი იყო ,რომ გავიგე როგორ დავათვალიეროთ    ერტმანეთის  მისამართები . გავიმეორეთ  სურათების შეცვლა , ასევე ბლოგის სათაურის შეცვლა .ბლოგის წაშლა -აღდგენა .გავიხსენეთ  თუ  რა არის გაჯეტი . სურათის წაშლა და ჩასმა ,და რაც მთავარია ბლოგის შენახვა .

Sunday, October 5, 2014

მე-4 დღე

1. მეორება
2.მიმართულების მიმცემი კითხვები .
3. შეფასების სხვადასხვა მეთოდის გაცნობა .
4. დროში გაწერილი შეფასების გეგმა .
5.პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია
6.რეფლექსია.

ინტელის სასწავლო კურსიდან ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოვიძიეთ.
დავათვალიერეთ სხვადასხვა მასწავლებლების გეგმები ,შევავსეთ ჩვენი.გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია ,დავაარქივეთ  გავაგზავნეთ ჩვენს
საქაღალდეზე .